მდინარაძე: საგარეო ურთიერთობებზე ენმ-ის და მისი დანაყოფების არცერთ ინიციატივას აღარ განვიხილავთ

პუბლიკა

მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგი გამართა და მმართველი პარტიის ახალი გადაწყვეტილების შესახებ აცნობა საზოგადოებას. მისი თქმით, „ომის პარტია“ ჰიბრიდულ ომს მიმართავს საქართველოს წინააღმდეგ და არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.

„ბოლო დღეებში დაიწყეს ისეთი თემების აქტუალიზაცია, რომლებიც ამ ვითარებაში, და ცალკე აღებულიც, წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს მტრობას.“ – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთი ინიციატივა არ განიხილოს.

„ამ ვითარებაში მსგავსი თემების აქტუალიზაცია არის არა მხოლოდ მტრის წისქვილზე წყლის დასხმა, არამედ პირდაპირ საქართველოს მტრობა. შესაბამისად, ომის პარტიის მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, არ განვიხილოთ „ომის პარტიისა“ და მისი დანაყოფების არც ერთი ინიციატივა.

საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ მათ არც ერთ ინიციატივას არ განვიხილავთ, ეს გადაწყვეტილება დღევანდელ სიტუაციაში საქართველოში მშვიდობის უზრუნველყოფისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.