მდინარაძე სასესიო დარბაზში პრეზიდენტთან ერთად უკრაინის ელჩის რწმუნებულის შესვლას გამოეხმაურა

პუბლიკა

პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის მოსმენა მიმდინარეობს. ის დარბაზში საქართველოში უკრაინის ელჩის დროებით რწმუნებულთან ერთად შევიდა. დარბაზში შესვლის შემდეგ მამუკა მდინარაძემ სიტყვა ითხოვა და თქვა, რომ გარკვეული უხერხულობა შეიქმნა მისიის წარმომადგენელთან დაკავშირებით და მნიშვნელოვანია პარლამენტის რეგლამენტის და კონსტიტუციის დაცვა.

როგორც ირკვევა მამუკა მდინარაძე სასესიო დარბაზში პრეზიდენტთან ერთად მისიის წარმომადგენლის შესვლის ფაქტს უწოდა უხერხული და ინსტიტუტის უპატივცემლობად შეაფასა.

“გარკვეული უხერხულობა შეიქმნა მისიის წარმომადგენელთან დაკავშირებით, რომელთანაც უკაცრავად, მე მინდა მას სოლიდარობა და პატივისცემა დავუფიქსირო. მაგრამ როდესაც ინსტიტუტის პატივისცემას ვერ ვხედავთ, ეს ცუდია” – განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის შემდეგ კონსტიტუციისა და რეგლამენტის დაცვის აუცილებლობას ხაზი გაუსვა პარლამენტის თავმჯდომარემაც.

„საქართველოს პარლამენტი მუშაობს საქართველოს კონსტიტუციისა და რეგლამენტის საფუძველზე, რომელიც ადგენს ფორმასა და წესს. რეგლამენტის პატივისცემის ნაწილია ამ წესების პატივისცემა, როგორც ნათქვამია, წესი წესია და ჯერ წესია საქმე და შემდეგ საქმეა საქმე“, – თქვა პაპუაშვილმა.