იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც რუსულ კანონს პირველი მოსმენით განიხილავენ, ენმ-ის დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ მამუკა მდინარაძეს ჰკითხა, ატარებდნენ თუ არა უცხო ძალის ინტერესებს მთავრობის ის წარმომადგენლები, რომლებიც წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობდნენ.
„ბატონო მამუკა, ადასტურებთ თუ არა, რომ მოქმედი პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმდჯომარე, თავდაცვის მინისტრი და სხვები უცხოური ძალის ინტერესების გამტარები იყვნენ?“, – იკითხა ბოკუჩავამ.
„კი-მეთქი, კი, GIZ (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) ახორციელებდა პროექტებს, მაგალითად, შალვა პაპუაშვილის შემთხვევაში ძალიან კარგ პროექტებს და ატარებდა გერმანიის ინტერესებს, მშვენიერი ინტერესებს…“, – განაცხადა მდინარაძემ.