მდინარე ლიახვში მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს. როგორც „პუბლიკას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მოზარდის ცხედარი დღეს დილით იპოვეს.
მაშველები მოზარდს საქართველოს ცენტრალური მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ნიქოზის კაშხალთან ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართულნი იყვნენ მყვინთავები, სპეცტექნიკა და დრონები.
გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში მდინარე ლიახვმა მოზარდი 19 ივნისის შუადღეს გაიტაცა.