„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მონიტორინგის შედეგების თანახმად, პარლამენტის 18 დეპუტატს 2022 წელს სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია.
ორგანიზაციის ინფორმაციით, აღნიშნულ დეპუტატთაგან 10 უმრავლესობის, 6 ოპოზიციის, ხოლო 2 უფრაქციო დეპუტატია. ესენი არიან:
- ელგუჯა გოცირიძე (უმრავლესობა);
- ისკო დასენი (უმრავლესობა);
- გრიგოლ ვაშაძე (უფრაქციო წევრი);
- აბდულა ისმაილოვი (ოპოზიცია);
- მანუჩარ კვირკველია (ოპოზიცია);
- სუმბატ კიურეღიანი (უმრავლესობა);
- ლევან კობიაშვილი (უმრავლესობა);
- სამველ მანუკიანი (უმრავლესობა);
- გოგი მეშველიანი (უმრავლესობა);
- კობა ნაყოფია (ოპოზიცია);
- რამაზ ნიკოლაიშვილი (ოპოზიცია);
- დიმიტრი სამხარაძე (უმრავლესობა);
- ბაჩუკი ქარდავა (ოპოზიცია);
- გოდერძი ჩანქსელიანი (უმრავლესობა);
- ვასილ ჩიგოგიძე (უმრავლესობა);
- ცეზარ ჩოჩელი (ოპოზიცია);
- დილარ ხაბულიანი (უფრაქციო წევრი);
- ვიქტორ ჯაფარიძე (უმრავლესობა).