„მდუმარე დეპუტატები“, დისციპლინური სახდელები და მივლინების ხარჯები - TI-იმ პარლამენტის 2022 წელი შეაჯამა

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის შეფასების ფარგლებში პარლამენტის წევრთა აქტიურობა შეაჯამა.

  • საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით ისარგებლა პარლამენტის 99-მა წევრმა, აქედან ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორია ოპოზიციიდან დავით უსუფაშვილი (39 კანონის პროექტი) და უმრავლესობიდან რატი იონათამიშვილი (38 კანონის პროექტი);
  • სიტყვით გამოსვლის უფლებით პარლამენტის 126-მა წევრმა ისარგებლა. პლენარულ სხდომაზე ყველაზე მეტი გამოსვლა ჰქონდა უმრავლესობიდან მიხეილ სარჯველაძეს (242), ხოლო ოპოზიციიდან – რომან გოცირიძეს (93);
  • სიტყვით გამოსვლის უფლებით არ ისარგებლა პარლამენტის 18-მა წევრმა, აქედან 10 იყო უმრავლესობის (ელგუჯა გოცირიძე, ისკო დასენი, სუმბატ კიურეღიანი, ლევან კობიაშვილი, სამველ მანუკიანი, გოგი მეშველიანი, დიმიტრი სამხარაძე, გოდერძი ჩანქსელიანი, ვასილ ჩიგოგიძე, ვიქტორ ჯაფარიძე) ხოლო 8 ოპოზიციის დეპუტატი (გრიგოლ ვაშაძე, აბდულა ისმაილოვი, მანუჩარ კვირკველია, კობა ნაყოფია, რამაზ ნიკოლაიშვილი, ბაჩუკი ქარდავა, ცეზარ ჩოჩელი, დილარ ხაბულიანი);

  • გაიზარდა სადეპუტატო კითხვების რაოდენობა, საანგარიშო პერიოდში პარლამენტის 52 წევრმა დასვა  5093 კითხვა; ყველაზე მეტი, 1005 კითხვა სადეპუტატო კითხვა დასვა ანა წითლიძემ ოპოზიციიდან.
სქრინი კვლევიდან
  • საზღვარგარეთ მივლინებებში პარლამენტის 84 წევრზე დაიხარჯა 1,739,782.93 ლარი;

    მივლინებაში იმყოფებოდა პარლამენტის 85 წევრი.

    მათგან ყველაზე მეტჯერ: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, გივი მიქანაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ლევან იოსელიანი, ხატია დეკანოიძე, შალვა პაპუაშვილი, გიორგი ხელაშვილი, თეონა აქუბარდია.

  • პარლამენტის 25 წევრს, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველზე, ხელფასიდან საერთო ჯამში დაექვითა 68 704.69 ლარი;
  • პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტჯერ გააცდინა  ოპოზიციიდან კობა ნაყოფიამ (13 გაცდენა), ხოლო უმრავლესობიდან ელისო ბოლქვაძემ (11 გაცდენა);

  • არცერთი კომიტეტის წევრობის გამო პასუხისმგებლობა დადგა საქართველოს პარლამენტის 2 წევრის მიმართ;
  • არასაპატიო მიზეზით გაცდენილი პარლამენტის პლენარული სხდომების გამო პასუხისმგებლობა დადგა პარლამენტის 19 წევრის მიმართ, 44 შემთხვევაში;
  • პარლამენტის პლენარული სხდომის დღის განმავლობაში გამართული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო პასუხისმგებლობა დადგა საქართველოს პარლამენტის 4 წევრის მიმართ.
კომიტეტის არასაპატიო გაცდენები

საქართველოს X მოწვევის პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის შეფასება ეფუძნება TI-ის საპარლამენტო ოფისის თანამშრომლების მიერ მოკვლეული ინფორმაციის ანალიზს, პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას და პარლამენტის მიერ ორგანიზაციისთვის მიწოდებულ სტატისტიკურ მონაცემებს.