„მდუმარე დეპუტატები“ - X მოწვევის პარლამენტის საქმიანობის პირველი წელი TI-ის ანგარიშში

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი წლის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშის ძირითადი მიგნებების მიხედვით, პარლამენტის საქმიანობის პირველ წელს, სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია პარლამენტის 21 წევრს, რომელთაგან:

  • 10 უმრავლესობის წარმომადგენელია: სამველ მანუკიანი, ელგუჯა გოცირიძე, ედიშერ თოლორაია, სუმბატ კიურეღიანი, ზაალ მიქელაძე, დიმიტრი სამხარაძე, გოდერძი ჩანქსელიანი, ვასილ ჩიგოგიძე, ირაკლი ხახუბია, ვიქტორ ჯაფარიძე;
  • 11 – ოპოზიციის: გიორგი გოდაბრელიძე, ლევან ვარშალომიძე, აბდულა ისმაილოვი, მანუჩარ კვირკველია, ვახტანგ კიკაბიძე, , რამაზ ნიკოლაიშვილი, კახაბერ ოქრიაშვილი, დილარ ხაბულიანი, ზურაბ ჯაფარიძე, შალვა ნათელაშვილი, ელენე ხოშტარია (ამ ორ უკანასკნელს საჯაროდ ჰქონდათ გაცხადებული, რომ პარლამენტის საქმიანობაში არ იღებდნენ მონაწილეობას);

ანგარიშის მიხედვით, არც სიტყვით გამოსვლის და არც საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით არ უსარგებლია პარლამენტის 12 წევრს.

  • 1 უმრავლესობის წევრია: სუმბატ კიურეღიანი
  • 11 ოპოზიციონერია: გიორგი გოდაბრელიძე, ლევან ვარშალომიძე, აბდულა ისმაილოვი, მანუჩარ კვირკველია, ვახტანგ კიკაბიძე, რამაზ ნიკოლაიშვილი , კახაბერ ოქრიაშვილი, დილარ ხაბულიანი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, შალვა ნათელაშვილი, ელენე ხოშტარია (ამ ორ უკანასკნელს საჯაროდ ჰქონდათ გაცხადებული, რომ პარლამენტის საქმიანობაში არ იღებდნენ მონაწილეობას);

საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ გამოიყენა პარლამენტის 53-მა წევრმა;

ანგარიშში დასახელებულია ის დეპუტატები, რომლებმაც ყველაზე მეტჯერ ისარგებლეს სიტყვით გამოსვლის უფლებით:

მიმდინარე წელს, მეათე მოწვევის პარლამენტში დაინიციირდა 319 კანონპროექტი, მათ შორის 276 იყო უმრავლესობის ინიციატივა, 41 – ოპოზიციის, ხოლო 2 უმრავლესობისა და ოპოზიციის მიერ ინიციირებული საკონსტიტუციო ცვლილებები.

142 კანონპროექტის ინიციატორი უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილია. ოპოზიციის დეპუტატთაგან ყველაზე მეტი, 104 ინიციატივა გახარიას პარტიის წევრს, მიხეილ დაუშვილს ეკუთვნის.

ამავე ანგარიშის მიხედვით, საზღვარგარეთ მივლინებებში პარლამენტის 47 წევრზე დაიხარჯა 766 860 ლარი;

პარლამენტის 59 წევრს, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველზე, ხელფასიდან საერთო ჯამში დაუკავდა 1 105 617 ლარი.

საქართველოს X მოწვევის პარლამენტის პირველი წლის (2020 წლის 11 დეკემბრიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე) საქმიანობის შეფასება ეფუძნება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საპარლამენტო ოფისის თანამშრომლების მიერ მოკვლეული ინფორმაციის ანალიზს, პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას და პარლამენტის მიერ ორგანიზაციისთვის მოწოდებულ სტატისტიკურ მონაცემებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშს სრულად გაეცანით ბმულზე.