მოქალაქე: ტაქსის მძღოლი აქციიდან წამოსულ მგზავრებს ცივი იარაღით დაგვემუქრა

პუბლიკა

მოქალაქის ინფორმაციით, აქციდან წამოსვლის შემდეგ „ბოლტის“ ტაქსით სახლში დაბრუნებისას მძღოლი ცივი იარაღით დაემუქრათ.

მისი თქმით, მძღოლის მხრიდან მუქარა მგზავრების მიერ აქციაზე დარბევის შესახებ გამოთქმულ უარყოფით პოზიციას მოჰყვა.

მან ვიდეოს გადაღებაც შეძლო.

„ბოლტით ვმგზავრობდი მეგობრებთან ერთად და აქციის შესახებ ვლაპარაკობდით, პოლიციელებს უარყოფით კონტექსტში მოვიხსენიებდით. მძღოლმა დაგვიწყო ლაპარაკი, იქ პროვოკატორები არიან და მაგიტომაა დარბევაო. ჩვენ ამაზე, რა თქმა უნდა, პროტესტი გამოვთქვით.

ჩვენთან ერთად ჩვენი ლექტორიც იყო, რომელიც სიტყვიერ დაპირისპირებაში ჩაერთო. მაშინვე გავაჩერებინეთ და ჩამოვედით. ჩვენი გადასვლის შემდეგ ჩხუბი დაიწყო. მე მძღოლთან მივედი, ვუთხარი, ქალს როგორ უყვირი-მეთქი და გამოვარდა დანით”. – გვეუბნება ის.

მოქალაქის თქმით, მომხდარზე შსს-ს 29 აპრილს მიმართავენ.