მე ФСБ-ის სახელმძღვანელოები წაკითხული არ მაქვს - პაპუაშვილი

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა  აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებაზე საპასუხოდ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მას ФСБ-ის სახელმძღვანელოები წაკითხული არ აქვს.

„არც კომენტარი გამიკეთებია და ვერც ამ კომენტარის კომენტარს გავაკეთებ. ФСБ-ის სახელმძღვანელოები მე წაკითხული არ მაქვს, არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის თქმით, საუბარი იმაზე, რომ თითქოს აშშ ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას, რუსული სპეცსამსახურების დეზინფორმაციის გაგრძელებაა. დეგნანის თქმით, აშშ-ს არანაირი ფორმით არ სურს, რომ საქართველო ომში ჩაერთოს და პირიქით, ყველა ღონეს ხმარობს ომის შესაჩერებლად.

LB loan image desktop LB loan image mobile