მე-10 მოწვევის პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა

პუბლიკა

85 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი – მე-10 მოწვევის პარალმენტმა საქართველოს მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.

დღის განმავლობაში პარლამენტში 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამის – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ განხილვა მიმდინარეობდა.


პარლამენტს ამ დრომდე ბოიკოტს უცხადებს ოპოზიციური პარტიებიდან არჩეული 60 დეპუტატი. ისინი ამბობენ, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და ამ შემადგენლობით პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას არ აპირებენ.