საქართველოში კორონავირუსით მე-18 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 87 წლია ქალია და ექიმის ინფორმაციით, მას ბევრი მძიმე ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.
„შემოსვლის დღიდან იმყოფებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში და ითვლებოდა საქართველოში კოვიდინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და კრიტიკულ პაციენტად. 87 წლის ქალი იყო, რუსთავის მიმდებარე ტრიტორიაზე მცხოვრები და ჰქონდა რაღაც კავშირები ლილოს კლასტერთან. შემოსვლის დღიდან იყო მართვით სუნთქვაზე, სუნთქვის მწვავე უკმარისობით, გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით, სეფსისით, ჰქონდა ბევრი მძიმე თანმხლები ქრონიკული დაავადება“,- უთხრა სატელეფონი ჩართვისას „რუსთავი 2-ს“ მცხეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა, ლიკა მუმლაძემ.
24 აგვისტოს სტატისტიკური მონაცემები ამგვარია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1421
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1137
- მათ შორის გარდაცვლილი – 18
- კარანტინის რეჟიმში – 7005
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 255
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41