,,ბინძური მოშეს ახალი “მესიჯბოქსია”, რომ მელიას გაუხარდა მიშას დაჭერა. სწორედ მელია და მე ვიქნებით ქართველ ხალხთან ერთად რომ გამოგყრით მაგ კაბინეტებიდან, უმოკლეს დროში ვიხსნით ქვეყანას ერთად მე და მელია”, – ასე პასუხობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, სააკაშვილის დაჭერა ყველაზე მეტად ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას გაუხარდა.
სააკაშვილის წეირილი მედიას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ გააცნო.
„იმედი გვაქვს, რომ გვისმენს პატიმარი სააკაშვილიც და მას შევახსენებდი, ვინ არწმუნებდა ყველაზე მეტად, რომ ჩამოსულიყო თბილისში, მათ შორის, ერთ-ერთი იყო ბატონი ვანო მერაბიშვილი, რომელიც დაჟინებით არწმუნებდა, რომ აქ სიტუაცია იმდენად არის მომწიფებული, რომ მის ჩამოსვლას ხელს ვერავინ ვერ შეუშლიდა, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ყველაზე მეტად ვისაც გაუხარდა სააკაშვილის ციხეში დაჭერა, ეს არის ნიკა მელია, რომელიც „ფარისევლურად დადის და ციხის წინ აკეთებ კომენტარებს.“