საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ კიდევ ერთხელ საუბრობს. გახარია Twitter-ზე წერს, რომ პოლარიზაცია ქვეყნის მომავალს უქმნის საფრთხეს და პოსტის სიტუაციის დეესკალაციის იმედით დატოვა.
„მე მჯერა, რომ ქვეყნის შიგნით კონფრონტაცია და დაპირისპირება დემოკრატიასა და ეკონომიკის განვითარებას უქმნის საფრთხეს. აქედან გამომდინარე, განვაცხადე გადადგომის შესახებ იმის იმედით, რომ შემცირდება პოლარიზაცია და მოხდება სიტუაციის დეესკალაცია“, – წერს გიორგი გახარია Twitter-ზე.