პარლამენტი დღეს პლენარულ სხდომაზე პრემიერის წლიურ მოხსენებას ისმენს. პარლამენტარებმა პრემიერს მოხსენების შემდეგ შეკითხვები დაუსვეს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან არაერთი კითხვა დაისვა 20 ივნისის შესახებ.
გიორგი გახარიას თქმით, 20 ივნისს სამართალდამცველებმა პარლამენტზე შტურმი აღკვეთეს და მოქალაქეთა პროტესტი, რომელიც იყო მშივიდობიანი მოგვიანებით ძალადობრივი გახდა.
მისივე შეფასებით, გავრილოვის პარლამენტში ყოფნა პოლიტიკური შეცდომა იყო, რომელზეც პოლიტიკური ფასი „ქართულმა ოცნებამ“ გადაიხადა.
მან ოპოზიციის წარმომადგენელებს ამორალური უწოდა და უთხრა, რომ ადამიანების ტრაგედიას პოლიტიკურად იყენებენ.
„სამწუხაროა, რომ ადამიანები დაშავდნენ და არავინ ისე ამაზე არ წუხს… თქვენ გგონიათ, რომ თქვენ უფრო წუხხართ, თქვენ ისე ამორალურად იქცევით, რომ ამ ადამიანების ტრაგედიას პოლიტიკურად იყენებთ და მე არ ვიყენებ. მე მაკო გომურის სახელს, აი ასე, თქვენ 100-ჯერ რომ ასახელებთ, არ ვიყენებ და ეს არის მორალური სხვაობა თქვენსა და ჩემ შორის“, – განაცხდა გიორგი გახარიამ.
„ბატონებო, რაც არ უნდა შეფასებები არსებობდეს, სუბიექტური, ობიექტური, მიკერძოებული და ა.შ. 20 ივნისის საბოლოო შეფასება იქნება ჩვენი მოქალაქეების შეფასება, რომლებიც, მერწმუნეთ, ამ ყველაფერს საბოლოო ჯამში შეაფასებენ სამართალდამცავი სისტემის მიერ პარლამენტზე შტურმის აღკვეთად. ამას შეიძლება სჭირდება დრო, მაგრამ ეს შეფასება დღესაც ასეა, თქვენ არ ნებდებით უბრალოდ, თქვენ თქვენი წარმოდგენები გაქვთ, მაგრამ საბოლოოდ ასე იქნება.
ახლა რაც შეეხება იმა, რაზეც ხშირად მიუთითებთ – რა თქმა უნდა, გავრილოვი ამ შენობასა და ამ სავარძელში, ეს იყო მიუღებელი და პოლიტიკური შეცდომა, შეიძლება დანაშაულიც, მაგრამ ეს იყო პოლიტიკური განზომილება, რაზეც პოლიტიკურმა ძალამ პასუხი აგო, პოლიტიკური ფასი გადაიხადა და თუ კიდე რამე დარჩა გადასახდელი, აგერ არჩევნები იქნება და ჩვენი მოქალაქე მოითხოვს [პასუხს].
სამწუხაროა, რომ ადამიანები დაშავდნენ და არავინ ისე ამაზე არ წუხს. თქვენ გგონიათ, რომ თქვენ უფრო წუხხართ, თქვენ ისე ამორალურად იქცევით რომ ამ ადამიანების ტრაგედიას პოლიტიკურად იყენებთ და მე არ ვიყენებ. მე მაკო გომურის სახელს აი, ასე თქვენ ასე 100 ჯერ რომ ასახელებთ არ ვიყენებ და ეს არის მორალური სხვაობა თქვენს შორის და ჩემს შორის“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლის დროს გიორგი გახარიამ.