მე მზად ვარ ამ კანონპროექტს ხელი მოვაწერო და დავიცვა ჩვენი ქვეყანა - ბეჟან წაქაძე რუსულ კანონზე

პუბლიკა

„მე მაგალითად მზად ვარ, ამ კანონპროექტს ხელი მოვაწერო და დავიცვა ჩვენი ქვეყანა“,- აცხადებს „ტვ პირველთან“ „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბეჟან წაქაძე.

მისი თქმით, გუშინდელი აქციის მონაწილეთა ქმედებები „არ არის ევროპული გზა.“

„არ არის ეს ევროპული გზა, როგორაც გუშინ იქცეოდნენ და რა შეძახილებიც ხდებოდა, როგორ იქცეოდნენ ქუჩაში, რა მდგომარეობაშიც იყვნენ ის სახალგაზრდები… თრობის ქვეშ იყვნენ, რისი თრობის ქვეშ იყვნენ არ ვიცი… თრობის ქვეშ იყო ძალიან ბევრი ახალგაზრდა…

მე მაქვს ჩემი ქვეყანა, მე მაქვს ჩემი პარლამენტი და კეთილი ინებოს ნებსიმიერმა ქვეყანამ დიდი იქნება თუ პატარა სუვერენიტეტი დაიცვას და დისტანცია“,- ამბობს წაქაძე.

გუშინ, პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 11 პირი დააკავა.

აქციაზე დაშავდნენ მოქალაქეები და ჟურნალისტები.