მე როგორც ვიცი, გახარიამ პარტია „ქართული ოცნებაც“ დატოვა - სამხარაძე

პუბლიკა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ,როგორც მას აქვს ინფორმაცია, გიორგი გახარიამ პრემიერის თანამდებობასთან ერთად პარტია „ქართული ოცნებაც“ დატოვა. ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ნამდვილად მოულოდნელი იყო და ამ გადაწყვეტილების შესახებ დღეს დილით შევიტყვე. მე როგორც ვიცი, გახარიამ პარტიაც დატოვა.

უმრავლესობა არის ერთიანი, შესაბამისად, ნებისმიერი კანდიდატი, რომელიც იქნება დასახელებული უმრავლესობის მხრიდან, მხარდაჭერილი იქნება“,– განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დღეს, 15:00 საათზე პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა უნდა გაიმართოს. სხდომის შემდეგ კი უმრავლესობის შეხვედრაა დაგეგმილი.


დღეს, 18 თებერვალს პრემიერი გიორგი გახარია გადადგა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში არსებული სხვადასხვა გამოწვევისა და რისკის პირობებში, პოლიტიკური ესკალაციის დრო არ არის. მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მან გუნდთან ერთობლივ აზრს ვერ მიაღწია და ამიტომ მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება.

პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით, შსს-მ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილების აღსრულება გადადო.

ოპოზიცია კრიზისიდან გამოსავალს რიგგარეშე არჩევნებში ხედავს. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, ფასილიტარორების ჩართულობით დაიწყოს მოლაპარაკებები ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.