„მე შენს ძმას არანაკლებ ვეძებდი და ვწუხდი მასზე“ - მაჩალიკაშვილი კალაძეს

პუბლიკა

მას შემდეგ, რაც თბილისის მერიის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეებს მთავარი ნაძვის ხის ნაცვლად პარლამენტის მიმდებარედ გადასვლა მოსთხოვეს. პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ავრცელებს განცხადებას, რომლითაც თბილისის მერს მიმართავს.

„ამ დრომდე კახა კალაძის მისამართით მისთვის მიუღებელი განცხადება არ გამიკეთებია. ყოველთვის ვცდილობდი მის მიმართ თავშეკავებული ვყოფილვიყავი გამომდინარე იქიდან, რომ ვიცოდი ამ კაცმა მეტ ნაკლებად დახლოიბით პატარა მსგავსი ის გზა გამოიარა მოკლე დროის განმავლობაში, რასაც ახლა მე გავდივარ“, – აცხადებს მაჩალიკაშვილი.

„მე შენს ძმას არანაკლებ ვეძებდი შენზე და ვწუხდი შენი ძმის ამბავს, მაგრამ ეს ყველაფერი დრომ შეცვალა, დინებამ საპირისპიროდ დაიწყო დინება. ფულებმა, ძალაუფლებამ დაგაბრმავა. შენ ცდილობ, გქონდეს სპორტსმენის სახელი და პარალელურად გინდა, გერქვას კაი ბიჭის სახელი. გინდა, იყო ქურდულ სამყარისთან დახლოებული პირი და ამავდროულად გინდა, იყო გამორჩეული პოლიტიკოსი, მაგრამ ისევ გეტყვი – არარაობა ხარ“, – წერს მაჩალიკაშვილი საკუთარ Facebook-გვერდზე.

მაჩალიკაშვილი მოუწოდებს კალაძეს, რომ „თავი დაანებოს გარემოვაჭრეებს“.

„გაუბედურებულ გარემოვაჭრეებს დანებე თავი, მიეცი საშუალება ისუნთქონ. ქართული ოცნების მიერ ოცნება წართმეულ ხალხს. დიდი მადლობა იმ ყველა გარე მოვაჭრეს“, – აცხადებს მაჩალიკაშვილი