„მე სხვა ტელეფონს ვერ ვხმარობ" - ეპისკოპოს ნიკოლოზს iPhone 12 Pro გადასცეს

პუბლიკა

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტ ნიკოლოზს ტელეფონების მაღაზიამ საჩუქრად iPhone 12 Pro გადასცა.

იგი ამბობს, რომ აიფონები მოსწონს, თავის დროზე iPhone 1-ც ჰქონდა და ისიც აჩუქეს. „იმდენად მოსახერხებელი ტელეფონია, ჩემი შინაგანი მოწყობისთვის. მე სხვა ტელეფონს ვერ ვხმარობ, ამაზე ინსტრუქცია არ მჭირდება, სხვა ტელეფონებზე მჭირდება”, – ამბობს ეპისკოპოსი.

სასულიერო პირის თქმით, იგი გამოიყენებს iPhone 11 Pro-საც, რომ იგი დაიკავებს iPhone X – ადგილს, რადგან მას ორი ტელეფონი სჭირდება.

სინოდის წევრი ამბობს, რომ ეს ტელეფონები მისთვის არა სალაპარაკო საშუალება, არამედ ვიდეოკამერაა. მისივე თქმით, ის მოგზაურობას გეგმავს და აპირებს ამ ტელეფონის მოგზაურობაში გამოყენებას.