„მთავრობა მუშაობს ჩვენი მოქალაქეებისთვის და ვერავინ ვერ ამიკრძალავს მუშაობას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც არჩევნებამდე 1 თვით ადრე სამხედროებისთვის ბინების გადაცემას ეხებოდა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მისი პირდაპირი მოვალეობაა ემსახუროს მოქალაქეებს.
„მე ვარ მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრი. მთავრობა მუშაობს ჩვენი მოქალაქეებისთვის და ვერავინ ვერ ამიკრძალავს მუშაობას. ეს არის ჩემი პირდაპირი მოვალეობა და ვალი, რომ ვემსახურო ჩვენს მოქალაქეებს.
დაემთხვა ასე, დღეს დასრულდა. იმის გამო, რომ ვიღაც მავნებელი ცდილობს ჩვენს დაკომპლექსებას, მე, რა თქმა უნდა, არ დავექვემდებარები ამ კონიუნქტურას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.