მე ვერაფერი გამტეხს! ახლა გაბრაზებისა და ბრძოლის დროა! - სააკაშვილი

პუბლიკა

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი facebook-პოსტს აქვეყნებს:

„მე ვერაფერი გამტეხავს!
ახლა გაბრაზების და ბრძოლის დროა!
ყველა ძალის გაერთიანების დროა!
ჩვენ რუსეთზე გადასაცემი საქართველო არ გვაქვს!”, – წერს სააკაშვილი. 

რამდენიმე წუთის შემდეგ სააკაშვილის facebook-გვერდზე გამოქვეყნდა ინლისურენოვანი განცხადებაც:

„ქართული სასამართლო მოსმენა აბსოლუტური ხუმრობა აღმოჩნდა. მეორე მხრივ, ჩვენი მტკიცებულება ეფუძნებოდა ზედმიწევნით ჩატარებულ გამოკვლევებს, რომლებიც ჩატარდა ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, შვეიცარიისა და საქართველოს წამყვანი ექიმების მიერ. თითქმის ყველა მათგანმა მომინახულა მე, ზოგიერთმა მათგანმა რამდენჯერმეც. ხელისუფლების ექსპერტებმა თავიც კი არ შეიწუხეს, რომ ერთხელ მაინც ვენახე, მაგრამ სასამართლომ მათ დაუჯერა და არა საერთაშორისო გუნდს, რომელშიც შედიოდა ნობელის პრიზიორი, რომელმაც თქვა, რომ თუ მე საპატიმროში დავრჩები, მოვკვდები.

აქედან გამომდინარე, ახლა მე, ფაქტობრივად, მივიღე სასიკვდილო განაჩენი და დავრჩები საპატიმროში ყველა ლეტალური დაავადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელსაც მსოფლიოში არავინ, რუსეთის გარდა, არ აღიარებს. შემთხვევითობა არაა, რომ ლავროვმა შეაქო საქართველოს მთავრობა რამდენჯერმე გასული კვირის განმავლობაში და ასევე თავს დამესხა მე. პუტინმა პირობა დადო, რომ „კვერცხებით ჩამომკიდებდა“ და ეტყობა, თავისი მარიონეტული რუსი ოლიგარქი ივანიშვილის მეშვეობით აკეთებს ამას“, – განაცხადა სააკაშვილმა.


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ  მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლებაზე მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.