„მე ვფიქრობ, რომ უმრავლესობის უმრავლესობა მხარს დაუჭერს პროპორციულს" – ვოლსკი

პუბლიკა

„მე ვფიქრობ, რომ უმრავლესობის უმრავლესობა მხარს დაუჭერს პროპორციულს. რასაკვირველია, სარეიტინგო არ ჩავატარეთ. არ დავუჭირეთ მხარი, ვინაიდან ჯერ განხილვები წინ არის. მოსმენა იქნება. ირაკლიმ, კობახიძემ დაიტოვა ის პოზიტივები, რაც გააჩნია პროპორციულ სისტემას“, – განაცხადა „ქართული ოცნების” უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გია ვოლსკიმ. სხდომა პარტიის ოფისში გაიმართა და მას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კონსტიტუციურ კანონპროექტს განიხილავდნენ. პარლამენტმა უმრავლესობის 93 დეპუტატის მიერ ინიცირებული კონსტიტუციური კანონპროექტი კენჭისყრაზე არ დააყენა. კანონპროექტის განხილვა დღეს გაგრძელდება. პლენარული სხდომა 12 საათზე განახლდება.