საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ხმათა 58.55% მოიპოვა, მისმა კონკურენტმა, ულტრამემარჯვენე მარი ლე პენმა კი ხმების 41.45% მიიღო.
წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ემანუელ მაკრონმა ეიფელის კოშკთან შეკრებილ ამომრჩეველს მიმართა და განაცხადა, რომ ის ყველას პრეზიდენტია.
მან მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს ხმის მიცემისთვის და სამომავლო ვალდებულებებზე ისაუბრა.
„ამიერიდან ერთი ბანაკის კანდიდატი კი არა, ყველას პრეზიდენტი ვარ.
მივმართავ მათ, ვინც ხმა მისცა ულტრამემარჯვენეებს, რომ ჩემი გუნდის პასუხისმგებლობა იქნება მათი პრობლემების მოგვარება“, – განაცხადა მაკორნმა.
BBC-ის ცნობით, მან უკვე მიიღო მსოფლიო ლიდერებისგან მილოცვა. არჩევნებში გამარჯვება მიულოცა მაკრონს საქართველოს პრეზიდენტმაც.