მეათე მოწვევის პარლამენტის ბოლო სესია 3 სექტემბერს გაიხსნება

პუბლიკა

მეათე მოწვევის პარლამენტის ბოლო საშემოდგომო სესია სამშაბათს – 3 სექტემბერს გაიხსნება. პლენარული სხდომები 3-6 სექტემბრის კვირაშია ჩანიშნული.

რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის ან მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების წელს არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში, როგორც წესი, პარლამენტის პლენარული სხდომები არ იმართება.

საშემოდგომო სესიის დღის წესრიგზე ბიურო იმსჯელებს, რომლის სხდომა 2 სექტემბერს გაიმართება.