მეცნიერებათა აკადემიამ ივანიშვილისადმი დაბადების დღის მილოცვის ტექსტი წაშალა

პუბლიკა

მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერობის სამსახურის წარმომადგენელმა მეცნიერებათა აკადემიის Facebook გვერდიდან ბიძინა ივანიშვილისადმი დაბადების დღის მილოცვა წაშალა.

„წავშალეთ რადგან  200 კომენტარი იყო გინების. ამიტომაც მოგვიწია წაშლა“ –  განუცხადა „პუბლიკას“ მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა.


პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე მეცნიერებათა აკადემიამ სოციალურ ქსელში მიულოცა.

 

„ძვირფასო ბატონო ბიძინა,

გულწრფელად გილოცავთ დაბადების დღეს. თქვენ თავად მეცნიერს, დიდი ამაგი გაქვთ ქართული მეცნიერების განვითარების საქმეში.

მარადიული მადლიერება გაქვთ დათესილი ქართულ აკადემიებში.
თავის მხრივ მეცნიერებათა ეროვნული აკადემია დიდად აფასებს თქვენ ღვაწლს ქართული სახლმწიფოებრიობის განმტკიცებაში, ადამიანთა კეთილდღეობისათვის ზრუნვაში.

გისურვებთ ჯანმრთელობასა და მრავალჟამიერ სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ.

ქართველ მეცნიერთა სახელით
მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე
ვიცე-პრეზიდენტი როინ მეტრეველი
აკადემიკოს-მდივანი რამაზ ხუროძე“.