მეცნიერებათა აკადემიიდან წულუკიანს წერილი მისწერეს და სამინისტრომაც სამადლობელი პოსტით უპასუხა

პუბლიკა

საქართველოს მეცნიერებათა აკადემია და მისი პრეზიდენტი, როინ მეტრეველი წერილით მიმართავს კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს, რადგან ფესტივალ „ვეროპალია – საქართველოს“ ფარგლებში სამინისტროს მხარდაჭერით მონაწილეობდა აკადემიკოსი ვალერი ასათიანი. ამავე წერილში მეცნიერებათა აკადემია სთხოვს სამინისტროს, ეს წერილი კულტურის სამინისტროს ვებგვერდზე გამოაქვეყნონ.

სამინისტრომ მეცნიერებათა აკადემიის წერილი Facebook-ზე გამოაქვეყნა, ასევე, სამადლობელი ტექსტით.

„მადლობას ვუხდით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას ხელშეწყობისათვის, ასევე, აკადემიკოს ვალერი ასათიანს ბრიუსელში საქართველოს ისტორიისადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენის გახსნაში მონაწილეობისათვის“, – წერია კულტურის სამინისტროს პოსტში.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ვებგვერდი არ აქვს. ვებგვერდი –  culture.gov.ge, შექმნის დღიდან განახლების რეჟიმშია.