ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში წერს.
მეცოლას განცხადებით, ევროპარლამენტის მხარდაჭერა ურყევი რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ.
„საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიიდან 16 წლის შემდეგ, ევროპარლამენტის მხარდაჭერა ურყევი რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე მისი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ“, – დაწერა მეცოლამ.