Facebook-ჯგუფი „მედგიდი“ კვლავ არ იძებნება. ჯგუფში, სადაც მოქალაქეები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რჩევებსა და კონსულტაციებს იღებენ, სოციალური ქსელიდან მეორედ წაიშალა. „მედგიდში“ ექიმები მოქალაქეებს კონსულტაციას უწევდნენ კორონავირუსის თემაზე და ეხმარებოდნენ კლინიკებში თავისუფალი ადგილის მოძიებაში.
პირველად ჯგუფი 9 აგვისტოს დაიბლოკა. როგორც მაშინ მედგიდის დამფუძნებელი, სოფო ჯაფარიძე ამბობდა, ჯგუფი მიზანმიმართული შეტევის გამო დაბლოკეს.
იმავე დღეს, ჯაფარიძემ ახალი ჯგუფი გააკეთა, თუმცა დღეს facebook-ზე აღარც ის იძებნება.