რუსული Forbe-ის თანახმად, საქართველო ლიდერია იმ ქვეყნებს შორის, სადაც რუსეთის მოქალაქეებმა 2023 წელს ბიზნესები გახსნეს – გასული წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით მათ 13 ათასი იურიდიული პირი დაარეგისტრირეს. გამოცემა ინფორმაციას ანალიტიკურ კომპანია Финион-ზე დაყრდნობით აქვეყნებს.
მეორე ადგილზეა ყაზახეთი 6100 დარეგისტრირებული რუსული კომპანიით.
მესამე ადგილს სომხეთი და მონტენეგრო ინაწილებენ, ჯამში 3400 იურიდიული პირით.
Forbes-ის თანახმად, 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის თებერვლამდე საქართველოში რუსეთის მოქალაქე 16000-მდე ინდმეწარმეა რეგისტრირებული. შედარებისთვის, 1995 წლის იანვრიდან 2022 წლის თებერვლამდე რუსებმა საქართველოში მხოლოდ 7788 კომპანია დააარსეს.
მიზეზად კომპანია Финион საქართველოს საგადასახადო სისტემას ასახელებს.