მედია: იაფაში ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ჰამასმა აიღო

პუბლიკა

ისრაელში, ქალაქ იაფაში მომხდარ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ჰამასმა აიღო.

ინფორმაციის მიხედვით, ჰამასმა თქვა, რომ ორი ტერორისტი, ვინც 7 ადამიანი მოკლა და 16 – დაჭრა, მოჰამად მესეკი და აჰმედ ჰიმოუნი, ტერორისტული დაჯგუფების წევრები არიან.

7 მსხვერპლიდან ექვსის სახელი ცნობილია, მათგან ერთი ქართველი ილია ნოზაძეა. ასევე დაიღუპნენ 24 წლის რევიტან ბრონსტეინი, 30 წლის შაჰბარ გოლდმანი, 33 წლის ინბარ სეგევ ვიგდერი, 40 წლის ნადია სკოლენცო, 26 წლის ჯონას ქროსისი.

თავდასხმა 2 ოქტომბერს იაფაში, რკინიგზის სადგურზე მოხდა. პოლიციის ცნობით, ორივე ტერორისტი მოკლულია.