საერთაშორისო მედია ვლადიმერ პუტინისა და ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სატელეფონო საუბარი პუტინის ინიციატივით შედგა და 90 წუთს გაგრძელდა.
ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონს განუცხადა, რომ აგრძელებს უკრაინაში სამხედრო ოპერაციას. არსებული ცნობებით, პუტინმა მაკრონს გამოუცხადა უფრო ფართო გადაწყვეტილების თაობაზე, გააგრძელოს შეტევა მთელ ქვეყანაზე „კონტროლის აღების მიზნით“.
როგორც მედია წერს, მხარეთა შორის გამართული საათნახევრიანი სატელეფონო საუბრის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტმა მაკრონს განუცხადა, რომ „რუსული არმიის ოპერაცია მოსკოვის გეგმის მიხედვით ვითარდება“.
პუტინის თქმით, თუ უკრაინელები მის პირობებს არ მიიღებენ, სიტუაცია დაიძაბება. „პრეზიდენტი მაკრონი ელოდება უარესს იმის გათვალისწინებით, რაც მას პრეზიდენტმა პუტინმა უთხრა“, – აცხადებენ ელისეს სასახლის წყაროები.