მედიაკოალიცია გმობს ყვარელში ჟურნალისტებზე ძალადობას

პუბლიკა

მედიის ადვოკატირების კოალიცია კატეგორიულად გმობს სასტუმრო ყვარლის ტბასთან მიმდინარე პროცესების გაშუქებისას მედიის წინააღმდეგ ფიზიკური ძალადობის, ტექნიკის წართმევისა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ ხელშეშლის ფაქტებს.

„საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა იცავს ჟურნალისტების უფლებებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობები ძალადობისა თუ საქმიანობაში ხელშეშლის გარეშე. შესაბამისად, მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მედიის საქმიანობაში უკანონო ჩარევა, უზრუნველყოს თავდასხმასა და ხელშეშლაში პასუხისმგებელი პირების კანონის მთელი სიმკაცრით დასჯა და უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა.“ – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე.