მედიაკოალიცია პრეზიდენტს გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართავს

პუბლიკა

მედიაკოალიცია საქართველოს პრეზიდენტს „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართავს.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ გვარამიას დაპატიმრებით რეალური საფრთხე შეექმნა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს.

„მოხარულნი ვართ, რომ თქვენ მიერ 2022 წლის 14 ივნისს გაჟღერებული წუხილი, ევროპასთან ინტეგრაციის ხარვეზებთან დაკავშირებით, ნიკა გვარამიას უდროოდ დაკავებას და სასჯელის ყველაზე მძიმე ფორმით დასჯასაც შეეხო. ამასთან, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ნიკა გვარამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დანაშაულის შემადგენლობის და სასჯელის ზომის განსაზღვრის თვალსაზრისით მნიშვნელოვან დარღვევებს შეიცავს…ანგარიშგასაწევია ის ფაქტიც, რომ ნიკა გვარამიას დაკავებას არაერთი შიდა და საერთაშორისო აქტორი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს“, – წერს კოალიცია.

  • „მოგმართავთ, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს, შეიწყალოთ ნიკა გვარამია და ამ გზით შეასრულოთ საკუთარი როლი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვასა და საქართველოს ევროპის კავშირში ინტეგრაციის პროცესში.
  • თქვენი უფლებამოსილების გამოყენებით დაამტკიცოთ ევროკავშირის წევრობის რეალური სურვილი და მზაობა ქვეყანამ გადალახოს არსებული დაბრკოლებები“, – წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს 13 ორგანიზაცია აწერს.