მედიამ ხელი არ უნდა შეუწყოს ჰომოფობიური ენის ნორმალიზებას – Tbilisi Pride

პუბლიკა

„თბილისი პრაიდის“ გუნდი მედიას მიმართავს. ორგანიზაციის განცხადებაში, წერია, რომ „ცალკეული რესპონდენტები იყენებენ ისეთ ტერმინებს როგორებიცაა: „უმძიმესი ცოდვა“, „მამათმავლური ცოდვა“, „პედერასტია“ და ა.შ. თუმცა მედიამ მიმდინარე პროცესების გაშუქებისას არ უნდა გაიმეოროს იგივე ფორმულირებები და ხელი არ უნდა შეუწყოს ჰომოფობიური ენის ნორმალიზებას“.

„ვაცნობიერებთ, რომ ეკლესიაში მიმდინარე პროცესები ძალიან მნიშვნელოვანია და მის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, თუმცა საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, მედიასაშუალებებმა დაიცვან გაშუქების სტანდარტი და იხელმძღვანელონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით“.