მედიაომბუდსმენი: მოვუწოდებთ პარლამენტს, შეწყვიტოს ჟურნალისტთა უფლებების დარღვევა

პუბლიკა

მედიაომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს და საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, შეწყვიტოს ჟურნალისტთა უფლებების დარღვევა.

„დღეს, 8 აპრილს, თბილისში, პარლამენტთან ჟურნალისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დღეს პარლამენტში არ შეუშვეს საშვის მქონე ჟურნალისტები. პარლამენტის ბიურო დღეს რუსულ კანონს განიხილავს.

მედიაომბუდსმენი USAID Media Program/USAID მედია პროგრამა დახმარებით აგრძელებს მედიის დახმარებას – პარლამენტთან მყოფ ჟურნალისტებს ვთავაზობთ სამართლებრივ მხარდაჭერას”, – ნათქვამია განცხადებაში.


დღეს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, რუსული კანონის განხილვის დაწყებამდე პარლამენტში ჟურნალისტების ნაწილი არ შეუშვეს. მათ შორის არიან „პუბლიკის”, „ნეტგაზეთის”, On.ge-ს, „მთის ამბების” ჟურნალისტები. მედიის წარმომადგენლებზე პარლამენტმა დაუშვა საშვები, ხოლო ნაწილს აქვს მუდმივმოქმედი აკრედიტაცია, მაგრამ ამის მიუხედავად, მათ შესვლის საშუალება არ მისცეს.