მედპერსონალის მდგომარეობა, რომლებიც ჩვენს კლინიკაშია გამდმოყვანილი, სტაბილურია - რატიანი

პუბლიკა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, მედპერსონალის მდგომარეობა, რომლებიც კლინიკაში კოვიდინფექციის დიაგნოზით მოათავსეს, სტაბილურია, ამ ეტაპზე გართულებების გარეშეა.

მისივე თქმით, რეანიმაციულ განყოფილებაში ამ ეტაპზე ჰყავთ 9 პაციენტი, მათგან 6 მართვით სუნთქვაზეა, სამი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

სამი მოზარდი პაციენტის შესახებ რატიანი ამბობს, რომ მათი მდგომარეობა აბსოლუტურად შეესაბამება ფიზიოლოგიურ პირობებს, არანაირი კლინიკური გამოვლინება ამ ეტაპზე არ არის.

დანარჩენი პაციენტები, რომლებიც კლინიკაში მიიღეს, გუშინ ჩაუტარდათ კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები, გამოვლინდა ერთ მათგანთან მწვავე პნევმონია და მკურნალობენ სიმპტომურად.

ამ ეტაპზე კლინიკაში კოვიდინფექციის დიაგნოზით 88 პაციენტი მკურნალობს.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სურათი ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 385;
  • აქედან, გამოჯანმრთელებული – 84;
  • გარდაცვლილი – 3;
  • კარანტინის რეჟიმში – 5053;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 527;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.