meduza: პუტინმა ФСБ-ს მე-5 განყოფილების წინააღმდეგ რეპრესიები დაიწყო

პუბლიკა

პუტინმა ФСБ-ს მე-5 განყოფილების წინააღმდეგ რეპრესიები დაიწყო. ინფორმაციას რუსული ინტერნეტგაზეთი „მედუზა“ ავრცელებს, რომელიც რუსეთის მთავრობის კრიტიკით გამოირჩევა და სანდო მედიაგამოცემად არის მიჩნეული.

გამოცემა ინფორმაციას ორ ჟურნალისტზე დაყრდნობით ავრცელებს. ჟურნალისტების ანდრეი სოლდატოვის და ირინა ბოროგანის ინფორმაციით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მე-5 განყოფილების ხელმძღვანელობა შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.

ჟურნალისტების ინფორმაციით, შინაპატიმრობაში არიან განყოფილების ხელმძღვანელი სერგეი ბესედა და მისი მოადგილე, ანატოლი ბოლუხი.


გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ ინფორმაციის დამადასტურებელი ოფიციალური მტკიცებულებები მოპოვებული არ აქვთ.

გამოცემა ეყრდნობა ჟურნალისტებს, რომლებიც წლებია მუშაობენ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებულ თემებზე, სწავლობ უსაფრთხოების სამსახურის ისტორიას და აქვთ ფართო ქსელი წყაროების.

უსაფრთხოების სამსახურის მე-5 განყოფილება ზედამხედველობს ФСБ-ს კომუნიკაციას უცხოელ პარტნიორებთან, მათ შორის აშშ-ს სააგენტოებთან. სამსახურის შიგნით არის დეპარტამენტი, რომელიც ასრულებს საგარეო დაზვერვის ფუნქციებს.

 ეს ის განყოფილებაა, რომელიც პასუხისმგებელი იყო ომის წინა პერიოდში უკრაინის შიგნით არსებული პოლიტიკური მდგომარეობის შესწავლაზე.

ФСБ საზღვარგარეთ ოპერაციების ჩატარების უფლება 1990-იანი წლების ბოლოს მოიპოვა, როდესაც ვლადიმერ პუტინი ამ სპეცსამსახურის დირექტორი იყო. ამავდროულად, ФСБ-ში შეიქმნა ახალი დეპარტამენტი, რომელსაც დაევალა ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე სადაზვერვო ოპერაციების ჩატარება.