მედვედევი ზელენსკის: ეს „ულტიმატუმები“ საბავშვო გახურებაა მომავალ მოთხოვნებთან შედარებით

პუბლიკა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი უკრაინას კვლავ ემუქრება და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუს ეხმაურება.

„ვიღაც ზელენსკიმ თქვა, რომ ის არ აპირებს დიალოგს მათთან, ვინც ულტიმატუმებს აყენებს. ახლანდელი „ულტიმატუმები“ საბავშვო გახურებაა მომავალ მოთხოვნებთან შედარებით და მან ეს იცის: კიევის რეჟიმის სრული კაპიტულაცია რუსეთის პირობებით“, – წერს მედვედევი „ტელეგრამის“ არხზე.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ არ აწარმოებს მოალაპარაკებებს მათთან, ვინც ულტიმატუმებს აყენებს. მისივე თქმით, კონსტრუქციულობის სურვილსა და მზაობას.