მედვედევის თქმით, NATO-ს მიერ უკრაინის იარაღით მომარაგება ბირთვული ომის საფრთხეს ზრდის

პუბლიკა

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედევის თქმით, NATO-ს მიერ უკრაინის მომარაგება ბირთვული ომის საფრთხეს ზრდის.

„ისინი აქტიურად ცდილობდნენ, რომ დაამკვიდრონ მოსაზრება, თითქოს რუსეთი მსოფლიოს ბირთვული ომის საფრთხით აშინებს.

იმის გათვალისწინებით, რომ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ [უკრაინის] ხელით ომი წამოიწყეს, მინდა კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვაცხადო, რაც ისედაც აშკარაა ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის:

– NATO-ს ქვეყნების მიერ შეიარაღების განთავსება, სამხედროებისთვის დასავლური ტექნოლოგიების სწავლება, დაქირავებული მებრძოლების ჩამოყვანა და ჩვენს საზღვრებთან ერთობლივი წვრთნების ჩატარება პირდაპირი, ღია ომის ალბათობას ზრდის.

ასეთი კონფლიქტის დროს კი ყოველთვის არის რისკი, რომ ის სრულმასშტაბიან ბირთვულ ომში გადაიზარდოს“, – განაცხადა დმიტრი მედვედევმა.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის თქმით, ეს ყველასთვის კატასტროფული სცენარია და მოუწოდა სხვა ქვეყნების ლიდერებს, რომ დაფიქრდნენ მოსალოდნელ შედეგებზე და არ გადაეშვან რუსოფობიაში.