მეექვსე სართულიდან გადმოვარდნილი 3 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

პუბლიკა

მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი 3 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან ექიმმა ისაუბრა. ექიმის თქმით, ბავშვს დღეს რამდენიმესაათიანი ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

„უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანეს. შემოსვლისთანავე მართვით სუნთქვაზე იქნა გადაყვანილი. არის კიდურების მრავლობით მოტეხილობა, სახის ძვლების მრავლობითი  მოტეხილობა, ქალა სარქვლის მრავლობითი მოტეხილობა. ამ ეტაპზე მდგომარეობა რჩება კრიტიკული, უკიდურესად მძიმე” – ამბობს ექიმი.

შემთხვევა თბილისში გუშინ საღამოს მოხდა. მცირეწლოვანი, მე-6 სართულის სიმაღლიდან გადმოვარდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.