მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულებს 3000-ლარიანი გირაო შეეფარდათ

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მეგი ბაქრაძის საქმეზე 3 ბრალდებულს, რომელსაც სახელმწიფო ბრალდების მხარე ცრუ ჩვენების მიცემას ედავება, აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო, 3000-3000 ლარი. ბრალდების მხარე 5000-5000 ლარის შეფარდებას მოითხოვდა.

სასამართლო სხდომა დისტანციურად წარიმართა. მოსამართლე ნატო ხუჯაძე იყო. სასამართლო სხდომა 31 მაისს 12:00 საათისთვის ჩაინიშნა.

პროკურატურამ 2 ექიმს და ერთ ექთანს ბრალი 7 აპრილს წაუყენა.