მეხანძრეებმა რუსთავის ავტობაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს - საგანგებო

პუბლიკა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რუსთავის ავტობაზრობაზე ერთ-ერთ შენობაში ხანძარი გაჩნდა, საიდანაც ცეცხლი იქვე მდგომ რამდენიმე ავტომობილსაც გადაედო. თუმცა, ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.

„მეხანძრე-მაშველებმა დროულად აღკვეთეს ცეცხლის სხვა მანქანებზე გავრცელების საფრთხე და მოახერხეს ხანძრის ლიკვიდირება. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი“, – აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო.