მელაძის თქმით, ტელევიზიასთან ჩასაფრებაზე შსს-ს რეაგირება ამ დრომდე არ ჰქონია

პუბლიკა

„ტელეკომპანია პირველის“ მიერ გავრცელებული კადრებით და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის თქმით, წუხელ უცხო პირები იყვნენ ჩასაფრებულნი, თუმცა შსს-ს რეგირება ამ დრომდე არ ჰქონია.

„ჩვენ დავრეკეთ ჯერ შსს-ში, შემდეგ 112-ში. მთელი ღამე ველოდებოდით პატრულის მოსვლას, პატრული არ მოვიდა. ჩვენ ვაცნობეთ შსს-ს, რომ ნიღბიანი პირები 2 ჯიპით, რომლებსაც არ ჰქონდათ სახელმწიფო ნომრები და ჰქონდათ საეჭვო ტრანზიტული ნომრები, ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიაზე იყვნენ ჩასაფრებულები და ახორციელებდნენ ადევნებას და წარმოადგენდნენ მყისიერ საფრთხეს ჩვენთვის. მყისიერი საფრთხე ვის უნდა გაენეიტრალებინა? პოლიციას. არ მოვიდნენ გამოძახებაზე. 5 გამოძახებიდან 5-ვე დააიგნორეს.

ამით გომელაური ეუბნება მედიას, მოქალაქეს, ჟურნალისტს, რომ თუ შენზე თავდასასხმელად ვინმე მოვა და შენ დარეკავ პოლიციაში, მე შენთან არ მოვალ. ესაა პირდაპირი მტკიცებულება მინიმუმ თანამდებობის გულგრილობის“, – განაცხადა მელაძემ.

სავარაუდო ჩასაფრების შესახებ დაწერა სოციალურ ქსელში „ნაბიჯის“ წევრმა ლაზარე ორდენიძემ და მანქანის ფოტოებიც გაავრცელა.

„ჩასაფრებაში იყვნენ მთელი დღე, თუმცა მარტო ვერ ჩამიგდეს ხელში. ჯამში სულ მცირე 7 ადამიანი იყო, 3 ეკიპაჟი „მუშაობდა“ ჩემს ხელში ჩასაგდებად“, – წერს ის.

ჩასაფრების შესახებ ვიდეო გამოაქვეყნა წუხელ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემაც.

მისი თქმით, მთელი გზა მოჰყვებოდა მანქანა, სახლთან კი დაახლოებით 4 ნიღბიანი პირი დახვდა, თუმცა ჯაფარიძეზე ფიზიკური თავდასხმა არ ყოფილა. ვიდეო თავად ზურაბ ჯაფარიძემ გადაიღო და გაავრცელა.

 

თუ გაინტესებთ როგორ გამოიყურებიან ნიღაბს ამოფარებული კუანა &₾ეები, ახლა დამხვდნენ სახლთან

ხარისხისთვის ბოდიში, მარცხენათი ვიღებ და ახლოს ვერ მოვიტყუე

Posted by Zurab Girchi Japaridze on ხუთშაბათი, 09 მაისი, 2024