მელანია ტრამპი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტსა და ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმას საჯარო წერილით გამოეხმაურა.
მელანია ტრამპი ამბობს, რომ „ადამიანები უნდა დადგნენ სიძულვილსა და პრიმიტიულ იდეებზე მაღლა, რომლებიც ძალადობას იწვევს”.
„ჩვენ, ყველას გვინდა სამყარო, სადაც პატივისცემა უმთავრესია, ოჯახი პირველ ადგილზეა და სიყვარული ყველაფერს აღემატება”, – თქვა ტრამპმა.
მან მადლობა გადაუხადა საუდუმლო სამსახურის აგენტებსა და სამართალდამცველებს, რომლებმაც, მისი განცხადებით, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მისი ქმარი დაიცვეს.
მელანია ტრამპმა ასევე თანაგრძნიბა გამოუცხადა „უდანაშაულო მსხვერპლთა ოჯახებს, რომლებიც ახლა ამ საზარელი ქმედების შედეგებით იტანჯებიან”.
„არ დაგვავიწყდეს, რომ განსხვავებული აზრები, პოლიტიკა და პოლიტიკური თამაშები სიყვარულზე დაბლაა.
ჩვენი პირადი, სტრუქტურული და ცხოვრებისეული ერთგულება სიცოცხლის ბოლომდე სერიოზული რისკის ქვეშაა. ჩვენთან, ადამიანებთან შედარებით, პოლიტიკური ცნებები მარტივია.
ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და ფუნდამენტურად, ინსტიქტურად გვსურს, დავეხმაროთ ერთმანეთს. ამერიკული პოლიტიკა მხოლოდ ერთი ინსტიტუტია, რომელსაც შეუძლია ჩვენი საზოგადოების ამაღლება.
სიყვარული, სიკეთე და თანაგრძნობა აუცილებლობაა. და გვახსოვდეს, რომ როდესაც დგება დრო, გავიხედოთ მარცხნივ და მარჯვნივ, წითელსა და ლურჯს მიღმა, ჩვენ, ყველანი ვართ ოჯახებიდან, რომლებიც ვიბრძოლებთ ერთად უკეთესი ცხოვრებისთვის, ვიდრე აქ ვართ, ამ მიწიერ სამყაროში.
მოდით, გავერთიანდეთ. დადექით სიძულვილსა და პრიმიტიულ იდეებზე მაღლა, რომლებიც ძალადობას იწვევს. ჩვენ, ყველას გვინდა სამყარო, სადაც პატივისცემა უმთავრესია, ოჯახი პირველ ადგილზეა და სიყვარული აღემატება ყველაფერს.
ჩვენ შეგვიძლია, კვლავ აღმოვაჩინოთ ეს სამყარო. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, რომ პატივისცემა კვლავ იყოს ჩვენი ურთიერთობების ქვაკუთხედი.
მე ვფიქრობ თქვენზე, ჩემო ამერიკელებო. ცვლილებების ქარმა დაუბერა. მათ, ვინც ჩვენს მხარდასაჭერად ტირის, მადლობას გიხდით. მე მივესალმები მათ, ვინც გადალახა პოლიტიკური განხეთქილება. გმადლობთ, რომ გახსოვთ: თითოეული პოლიტიკოსი არის კაცი ან ქალი მოსიყვარულე ოჯახით“, – აღნიშნავს მელანია ტრამპი წერილში.
14 ივლისს პენსილვანიის შტატში, ბატლერში, ამომრჩეველთან შეხვედრისას პრეზიდენტობის კანდიდატს, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ესროლეს.
FBI-იმ მომხდარი მკვლელობის მცდელობად შეაფასა.
ტრამპი სერიოზულად არ დაშავებულა, ფოტოებიდან ჩანს, რომ მას მარჯვენა ყური ჰქონდა სისხლიანი. სცენიდან გაყვანისას მან შეკრებილ საზოგადოებას მუშტი აუწია.
სროლის შედეგად დაიღუპა ერთი მოქალაქე, ორი კი დაშავდა.
FBI-ის ინფორმაციით, დნმ-ის ტესტის მიხედვით, მსროლელი იდენტიფიცირებულია, 20 წლის თომას მეთიუ კრუქსი, რომელიც შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის ინფორმაციით, განეიტრალებულია.
BBC-ის ცნობით, 20 წლის კაცი პენსილვანიის შტატში, ბეთელი პარკში ცხოვრობდა, რომელიც ბატლერიდან 70 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. CNN-ის ცნობით, კრუქსი რესპუბლიკელად იყო რეგისტრირებული. ფედერალური საარჩევნო კომისიის ჩანაწერებით, თომას კრუქსმა 2021 წელს 15 დოლარი შესწირა დემოკრატების პროგრესული პოლიტიკური ქმედების კომიტეტს.