მელია: 1 კვირაში გაცნობებთ - იქნება ცალკე გუნდი, გვარამიასთან, თუ ფართო ერთობა

პუბლიკა

ნიკა მელია ამბობს, რომ მალე საზოგადოებას საბოლოო გადაწყვეტილებას გააცნობს – კერძოდ, ერთ კვირაში ისაუბრებს იმაზე, ცალკე პოლიტიკურ გუნდს შექმნის, ნიკა გვარამიასთან ითანამშრომლებს თუ უფრო ფართო ერთობაში იქნება. ამის შესახებ მან „მთავარი არხის“ ეთერში ისაუბრა.

„მაქსიმუმ, ერთ კვირაში ვაცნობებთ ჩვენ ყველანი საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას. ეს იქნება ან ცალკე პოლიტიკური გუნდი, ან შეიძლება იყოს ნიკასთან ერთად, ან შეიძლება იყოს უფრო ფართოდ წარმოდგენილი რაღაც ერთობა, თუმცა ერთ კვირას ნამდვილად აღარ გადასცდება”, – თქვა ნიკა მელიამ.

პოლიტიკურ გეგმებზე საუბრისას ნიკა გვარამიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ითანამშრომლებს ყველა პროდასავლურ ძალასთან, რომლის მიზანიც ქვეყნის ევროინტეგრაცია იქნება. გვარამიას თქმით, მას პოლიტიკაში ცვლილებები და სიახლეები სურს, რისთვისაც დაელაპარაკება ყველას.

რაც შეეხება ნიკა მელიას, ის ამბობს, რომ იყო და იქნება „ერთობის მომხრე“ და საბოლოო გადაწყვეტილებას საზოგადოება მალე გაიგებს. მიუხედავად ამისა, მელიას ამ დრომდე, სამომავლო გეგმების შესახებ დეტალებზე.