დღეს, 23 სექტემბერს ევროკავშირის ოფისში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ კობახიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა, როდესაც მასთან მივიდა ენმ-ის ლიდერი და მერობის კანდიდატი ნიკა მელია და დმანისში მომხდარის გამო გააკრიტიკა.
„შე უნამუსო, მონა!“ – მიმართა ნიკა მელიამ ირაკლი კობახიძეს.
ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას შეაგინა და თქვა, რომ პროვოკაცია მოუწყვეს. „შენი დედას *** შე ნაბიჭვარო“ – მიმართა ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას.