მელია: გადავდგამთ დიდ ნაბიჯს მომავლისკენ, ამას ექნება სიმბოლო - ნომერი 4

პუბლიკა

ნიკა მელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თავის საარჩევნო ნომერს ასახელებს. ის წერს, რომ 2024 წლის არჩევნებზე ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებები მოხდება და ამის სიმბოლო იქნება ნომერი 4. დამატებითი დეტალები თავის გეგმებთან დაკავშირებით მელიას არ გაუზიარებია.

„2024 წლის არჩევნებზე აუცილებლად მოხდება გარდამტეხი ცვლილებები ქვეყნის და ხალხის ინტერესების შესაბამისად! ყველანი ერთად გადავდგამთ დიდ ნაბიჯს წინ მომავლისკენ და ამ ნაბიჯს ექნება თავისი სიმბოლო – ნომერი 4.

მჯერა, რომ ოთხიანი უახლოეს მომავალში, გახდება ბრძოლისა და გამარჯვების, წარმატებისა და პროგრესის სიმბოლო, რომელიც დიდი ხნით დაიმკვიდრებს თავს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში”, – წერს მელია.

მელიამ თებერვლის ბოლოს დააანონსა, რომ საზოგადოებას მალე აცნობებდა მის გადაწყვეტილებას – კონკრეტულად იმას, ცალკე პოლიტიკურ გუნდს შექმნიდა, ნიკა გვარამიასთან ითანამშრომლებდა თუ უფრო ფართო ერთობაში იქნებოდა.