მელია: მალე ვიხილავთ, სააკაშვილს სასიკვდილო განაჩენს გამოუტანენ თუ საზღვარგარეთ გადაიყვანენ

პუბლიკა

მმართველი პარტიის ოფისთან მიხეილ სააკაშვილის მხადასაჭერად გამართულ აქციაზე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ მხოლოდ საუბრები და წუხილი ამ მდგომარეობიდან გამოსავალი არ არის.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე აუცილებელი იყო სასამართლოს მიერ დროულად  მიღებული გადაწყვეტილება.

„ჩვენ უახლოეს დღეებში ვიხილავთ მიხეილ სააკაშვილს სასიკვდილო განაჩენს გამოუტანენ თუ საზღვარგარეთ გადაიყვანენ, რასაც მოუწოდებს ხელისუფლებას მთელი საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოება“, – თქვა მან ჟურნალისტებთან.

მიხეილ სააკაშვილის მხადასაჭერი აქცია უკვე დასრულდა. აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და აქტივისტები.