მელია პარტიის წევრებსა და დეპუტატებს Facebook-ით მიმართავს და ხვალ შეხვედრას სთავაზობს

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია 9 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით წერს, რომ საჭიროა სამოქმედო გეგმის განხილვა. ის ამისთვის პარტიის წევრებს მიმართავს.

„მეგობრებო! მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ჩაინიშნა 9 დეკმებერს, 13 საათზე. ამ ეტაპზე ერთიანი და კონსოლიდირებული მოქმედება გადამწყვეტია.

არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, რომ ამ პროცესს ხელი შევუწყოთ ჩვენი ერთობითა და თანამშრომლობით, როგორც ერთმანეთთან, ისე დაცვისა მხარესა და მიხეილ სააკაშვილის ოჯახთან.

შესაბამისად, გთხოვთ, ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატებს, პარტიის სამდივნოს წევრებს, შევხვდეთ ხვალ, 12 საათზე ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში, რათა განვიხილოთ უახლოესი დღეების სამოქმედო გეგმა და შევაჯეროთ პოზიციები, “- წერს ის Facebook-ზე.

დღეს გახდა ცნობილი, რომ სასამართლო პროცესი, სადაც მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შუამდგომლობა უნდა განიხილონ, 9 დეკემბერს ჩაინიშნა..