მელია რასაც ამბობს, უკან დახევაა, რაც არ არის კაცური საქციელი - კობახიძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტში პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

მან პარტია „ერთიანი ნაცონალური მძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას შესახებ განაცხადა, რომ „კაცურად უნდა მიიღოს ყველაფერი“, მათ შორის, რაც არის გაწერილი შეთანხმებაში.

„ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, რომ გირაო იყოს გადახდილი და მელიამ აღიაროს ეს გირაო, ერთი მხრივ, ეს არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გირაო რომც მიიღოს მელიამ, ის გამოვა წინასწარი პატიმრობიდან, მაგრამ თუ დადგება მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი, ის შებრუნდება ციხეში, ამიტომ ამნისტიის ალტერნატივა გირაო არ არის.

კიდევ ერთი აქცენტი, როდესაც მელია ამბობს, რომ ახლა უკვე მზად არის, გირაო აღიაროს, გამოვიდეს, ოღონდ, ამნისტია არ იყოს მიღებული, ეს თავისთავად კარგია უკვე, რადგან ეს არის უკან დახევა. მაგრამ მინდა, მას შევახსენო, ვუთხრა უფრო სწორად, რომ არ არის კაცური საქციელი, როდესაც ის ამბობს, რომ გირაოს გადაიხდის და გამოვა, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც მისგან იყვნენ გაბრიყვებული და რომლებიც უტევდნენ პარლამენტს, უნდა შევიდნენ ციხეში. ეს არ არის კაცური საქციელი, მან კაცურად უნდა მიიღოს ყველაფერი, რაც არის მათ შორის გაწერილი შეთანხებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.