„მელიამ კობახიძეს დედის გინება გამოსტყუა“ - მდინარაძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ნიკა მელიამ ირაკლი კობახიძეს გინება „გამოსტყუა“.

მისი თქმით, ნიკა მელია „ოცნების“ მიერ გამოქვეყნებულმა კვლევის შედეგებმა გააღიზიანა.

„ის გააღიზიანა ახალმა კვლევებმა, რომლითაც კახა კალაძეს კიდევ უფრო გაზრდილი აქვს რეიტინგი და ამის ფონზე მას დარჩენია მხოლოდ და მხოლოდ მძიმე პროვოკაციაზე წასვლა.

თქვენ წარმოიდგინეთ, ირაკლი კობახიძე, რომლის გინებაც მე არ გამიგია. დღე და ღამე შტაბში ერთად ვართ და ერთ საქმეს ვაკეთებთ, მე არ გამიგია მისი გინება და გამოსტყუა დედის გინება, წარმოიდგინეთ,სადამდე მიიყვანა ეს ძალიან გაწონასწორებული ადამიანი.

…უმძიმესია, ირაკლიმაც თქვა, რომ თავის თავზე გამოსცადა, რა მძიმე მოსათმენია ეს პროვოკაციები და მესმის, თითოეული ჩვენი აქტივისტის. ძალიან კარგად მესმის, მაგრამ უნდა მოვითმინოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


დღეს ევროკავშირის ოფისში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ კობახიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა, როდესაც მასთან მივიდა ენმ-ის ლიდერი და მერობის კანდიდატი ნიკა მელია და დმანისში მომხდარის გამო გააკრიტიკა. 

„შე უნამუსო, მონა!“ – მიმართა ნიკა მელიამ ირაკლი კობახიძეს.

ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას შეაგინა და თქვა, რომ პროვოკაცია მოუწყვეს. „შენი დედას *** შე ნაბიჭვარო“ – მიმართა ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას.